მარკის საადრეო (ბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარკის საადრეო ბალი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკის საადრეო

მარკის საადრეო - (Early of Mark); ბლის ეს ჯიში წარმოშობით გერმანიიდან არის. საქართველოს პირობებში გავრცელებულია ქუთაისისა და სამტრედიის რაიონებში, სკრისა და ხიდისთავის, გორის რაიონში.

მარკის საადრეო ყველაზე ადრეულა ჯიშია. გორის რაიონის პირობებში ის შემოდის ივნისის პირველ რიცხვებში.

ამ ჯიშის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ადრეულა სიმწიფე და ნაყოფის ლამაზი შეფერვა.

ჯიში საშუალო მოსავლიანია, ყვავილობა ადრეული ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია, მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. ვერ უძლებს ყინვებს. ხე ინვითარებს თხელ ვარჯს, სუსტი ზრდისაა, სუსტად დატოტვილია. ფოთოლი მუქი მწვანეა. ფოთლის ყუნწზე ორი წითელი ჯირკვალია.

ნაყოფი კასრისებრი ფორმისაა, განიერი ფუძით. ბოლო წერტილი ჩაზნექილი აქვს. ნაყოფის კანი თხელია, მუქი მოშავო–წითელი ფერის. წვენი შეღებილი აქვს. ნაყოფის ხორცი მოწითალო ფერისაა, ნაკლებად ტკბილი, მომჟავო გემოსი, წვნიანი. მარკის საადრეოს ნაყოფი ფასდება, როგორც ადრეულა ხილი, გემოს მხრივ კი მდარეა.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები