მარპესა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარპესა და ევენოსი
ლარნაკის ფერწერა (დაახ. ძვ. წ. 490 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი

მარპესა(ბერძნ.) ევენოსის (არესის ძის) ასული.

მშვენიერებით მბრწყინავი მარპესა დიდი ღვთაების, აპოლონის რჩეული იყო. იგი უყვარდა იდასსაც, აფარევსის ძეს, რომელსაც პოსეიდონმა დიდებული ეტლი აჩუქა. სწორედ ამ ეტლით მოიტაცა იდასმა მარპესა. მამამ ვერ შეძლო დასწეოდა გაქცეულებს და სასოწარკვეთილმა მდინარეში დაიხრჩო თავი. მას შემდეგ ამ მდინარეს ევენოსი ეწოდა. სამაგიეროდ აპოლონმა შეიპყრო იდასი, რომელმაც ღვთაებასთან შებმა გაბედა. მათი გაშველება ზევსმა ითავა. მან შესთავაზა მარპესას, თავად აერჩია ქმარი. მარპესამ შეშინებულმა იმით, რომ მას, ხანში შესულს, მიატოვებდა უკვდავი ღმერთი, აირჩია იდასი. მათი შვილი იყო კლეოპატრა, მელეაგროსის მეუღლე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები