მარსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარსები – ხელოვნური წარმოშობის საღებავები, რომელთაც თავის შემადგენლობაში გააჩნიათ თიხნარი (აყალო მიწა), თაბაშირი, თუთიის ჟანგი და ცარცი. სწორედ ასეთი შემადგენლობით იწოდებიან ისინი მარსებად. მარსები ნატურალურ ოქრებზე გაცილებით გამჭვირვალენი არიან. სიმკვრივით თითქმის არ ჩამოუვარდებიან ოხრებს. სხვა საღებავებთან შერევის უნარით ხასიათდებიან და ფერწერის ყველა ტექნიკაში გამოიყენებიან.