მარსელიეზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„მარსელიეზა“ − (Marseillaise), ფრანგული რევოლუციური სიმღერა, საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნი. სიტყვები და მუსიკა ეკუთვნის კ. ჟ. რუჟე დე ლილს. „მარსელიეზა“ შეიქმნა სტრასბურგში 1792. თავდაპირველად „რაინის არმიის საბრძოლო სიმღერა“ ეწოდებოდა. სწრაფად გავრცელდა ჯერ მარსელში „მარსელელთა მარშის“ ან „მარსელიეზის“ სახელით, შემდეგ პარიზში. რესტავრაციისა და მეორე იმპერიის ეპოქაში აკრძალული „მარსელიეზა“ მესამე რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნად იქცა (1879). სიმღერის ტექსტი ოფიციალურად 1887 დამტკიცდა. ქართულად „მარსელიეზა“ თარგმნა ი. ევდოშვილმა (1903).