მარსო მარსელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მარსელ მარსო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსელ მარსო

მარსელ მარსო − (ფრანგ. Marcel Marceau, 1923-2007), ფრანგი მიმი (ებრაული წარმოშობის). შ. დიულენის და ე. დეკრუს მოწაფე, შემდგომში მუშაობდა ჟ. ლ. ბაროსთან ერთად. შექმნა ლირიკული გმირის, ბიპის სახე-ნიღაბი. ავტორია მიმოდრამების, ცალკეული პანტომიმური ნაწარმოებების, მათ შორის: „შინელი“ (ნ. გოგოლის მიხედვით), „პარიზი ტირის, პარიზი იცინის“, „სიჭაბუკე, სიმწიფე, სიბერე, გარდაცვალება“, „ნიღბების სახელოსნოში“, „დავითი და გოლიათი“ (და სხვ.).






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები