მარტენსი თედორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თედორე მარტენსი – (1845-1907), რუსი იურისტი და დიპლომატი, საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ისტორიის სპეციალისტი.
1867 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი (პროფესორი (1873-1905). 1874 აირჩიეს საერთაშორისო სამართლის ევროპის ინსტიტუტის წევრად, 1885 – ვიცეპრეზიდენტად. 1881-1809 იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წევრი, რუსეთის დელეგატი ბრიუსელის კონფერენციაზე (1874), ჰააგის კონფერენციებზე (1893, 1894, 1906), ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე (1899).
თედორე მარტენსის მთავარი ნაშრომებია: „რუსეთის მშიერ უცხოეთის სახელმწიფოებთან ხელმოწერილი ტრაქტატებისა და კონვენციების კრებული” (1874-1909), „კონსულებისა და კონსულთა იურისდიქციის შესახებ აღმოსავლეთში" (1873), „ცივილიზებულ ხალხთა თანამედროვე საერთაშორისო სამართალი“ (1882-83).