მარტივი კვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტივი კვანძი
მარტივი კვანძი
მარტივი კვანძი

მარტივი კვანძი - ეს კვანძი უმარტივესია ყველა კვანძთან შედარებით. მის შესაკრავად გვარლის წინმავალი ნაწილით უნდა გაკეთდეს ნახევარკვანძი მის ძირითად ნაწილზე. ის შეიძლება შევკრათ გვარლის ნებისმიერ უბანზე. მარტივ კვანძს დიდი უარყოფითი მხარე აქვს: გვარლის დაჭიმვის დროს ის ისე ძლიერ მოიჭიმება, რომ მისი გახსნა ძალზე ძნელია და ზოგჯერ შეუძლებელიც. ამ კვანძის შეკვრის ადგილზე გვარლის მექანიკური სიმტკიცე სხვა უბნებთან შედარებით ნაკლებია და გვარლის გაწყვეტის შემთხვევაში ის კვანძთან წყდება. მარტივი კვანძის გახსნის შემდეგ გვარლი დეფორმირებული რჩება და გვარლი ზიანდება. ამ ნაკლოვანებების მიუხედავად მარტივი კვანძი ოდითგანვე გამოიყენება მრავალძარღვა არალითონური გვარლის თვითდაშლის თავიდან ასაცილებლად.

სწრაფად გასახსნელი მარტივი კვანძი
სწრაფად გასახსნელი მარტივი კვანძი

ამ კვანძს ყოფაცხოვრებაშიც ხშირად ვიყენებთ, რადგან შესასრულებლად ძალზე მარტივია. მისი გამოყენება შეიძლება გვარლის ბოლოს გასამსხვილებლად, იმ მიზნით, რომ მისი ბოლო რაიმე ხვრელიდან არ გამოძვრეს. ზოგჯერ საჭიროა მარტივი კვანძის სწრაფად გახსნა. ასეთ დროს მარტივ კვანძს შეკვრისას ჩააყოლებენ ყულფს, რომლის ბოლოს გამოწევით კვანძი ადვილად გაიხსნება. მარტივი კვანძის ამ ვარიანტის გამოყენება შეიძლება ყოველთვის, როდესაც მოსალოდნელია კვანძის სწრაფად გახსნის საჭიროება





წყარო

საზღვაო კვანძები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები