მარტივი მარკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტივი მარკა

მარტივი მარკა - გვარლის ბოლოზე მტკიცე ზონრით, განსაკუთრებული წესით დადებული რამდენიმე ნახვევი (მაგალითად, მისი გაჩეჩვის თავიდან ასაცილებლად). მარკა იცავს გვარლის, ბაგირის ან თოკის ბოლოებს გაშლისა და გაჩეჩვისაგან. გვარლის დიამეტრის მიხედვით მარკაც სათანადო სიმსხოს ძაფით ან ზონრით უნდა დაედოს. მარტივი მარკის დასადებად მტკიცე ძაფს დავადებთ ყულფის სახით გვარლის ბოლოზე. დარჩენილი ძაფის უფრო გრძელი ბოლოთი გავაკეთებთ 10-20 ნახვევს გვარლზე ყულფის მიმართულებით. გავუყრით ძაფის ბოლოს ყულფში და გავათრევთ ნახვევების ქვეშ დაახლოებით მარკის შუამდე. ამის შემდეგ ძაფის ბოლოებს შევაჭრით და მარკა მზად არის.




წყარო

საზღვაო კვანძები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები