მარტიროსოვი გიორგი
გიორგი იოსების ძე მარტიროსოვი – (01.05.1906-21.02.1977), სომეხი გენერალ- მაიორი (09.07.1945). დაიბადა ტფილისში, თუნუქის ვაჭრის ოჯახში. 1919 წელს დაამთავრა სკოლა ტფილისში.
1922 წლიდან მსახურობდა უშიშროების ორგანოებში.
1922-1923 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის, განსაკუთრებული განყოფილების კურიერად.
1923-1926 წლებში მუშაობდა განსაკუთრებული კომისიის მე-2 დივიზიის, განსაკუთრებული განყოფილების საქმის მწარმოებლად (ქ. ბაქო).
1926-1929 წლებში მსახურობდა სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, მე-3 დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებულის თანაშემწედ (ქ. ლენინაკანი).
1929 წელს დაინიშნა მე-3 კავალერიის დივიზიის, პოლკის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებულად (დ. მანგლისი, საქართველოს სსრ).
1929-1930 წლებში სწავლობდა გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მესაზღვრეთა უმაღლეს სკოლაში.
1930-1932 წლებში მსახურობდა სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, მე-3 დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების რწმუნებულად (ქ. ლენინაკანი).
1932-1935 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის შინსახკომის -გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს, განსაკუთრებული განყოფილების სრულუფლებიანი წარმომადგენლის, უფროს ოპერ–რწმუნებულად.
1935-1937 წლებში მსახურობდა შინსახკომის ქ. გაგრის სასაზღვრო კომენდანტად.
1937-1939 წლებში მსახურობდა შინსახკომის, გაგრის განყოფილების, მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად.
1939 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ბაქოს შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსად.
1939-1940 წლებში მსახურობდა ბელორუსის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსად.
1940-1941 წლებში მსახურობდა ლატვიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსად. პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, შინსახკომის მიერ იქნა დამტკიცებული სომხეთის სსრ-ში აეროდრომების მშენებლომის რწმუნებულად.
1941-1943 წლებში იყო სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი.
1943 წლის 14 თებერვალს მიენიჭა სახელმწიფო უშიშროების კომისრის წოდება.
1943-1945 წლებში მსახურობდა სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრად.
1945-1947 წლებში მსახურობდა შინსახკომის-შსს-სახელმწიფო უშიშროების ოპერატიული სექტორის უფროსად გერმანიაში (საქსონიისა და ჰალლეს პროვინციებში), ამავდროულად, 1947-1951 წლებში მუშაობდა გორკის ოლქის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
1951-1952 წლებში მუშაობდა გორკის ოლქის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსად.
1952-1953 წლებში მუშაობდა სომხეთის სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრად.
1953-1954 წლებში მუშაობდა სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად.
1954-1955 წლებში მუშაობდა არხანგელსკის ოლქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, სამმართველოს უფროსად.
1955 წლიდან იმყოფებოდა სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, კადრების სამმართველოს განკარგუკლებაში.
1955 წლის 23 მაისს დათხოვნილ იქნა სამსახურეობრივი შეუფერებლობის გამო. უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა შორის სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, ხასიათით იყო ცოტა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, გვერდში ედგა თავის თამანამშრომლებს. პირადად კურირებდა სადაზვერვო სამსახურს, ერკვეოდა დაზვერვის ტექნოლოგიურ პროცესში, შეეძლო ყურადღებით მოესმინა ადამიანებისათვის, ვერ იტანდა მლიქვნელებს და აფერისტებს.
დაჯილდოებული იყო ლენინის (1950), წითელი დროშის (1943,1944) და წითელი ვარსკვლავის (1941) ორდენებით. მიღებული ჰქონდა შინსახკომის დამსახურებული მუშაკის (1942) სამკერდე ნიშანი.
დაკრძალულია არხანგელსკის სოლომბალას სასაფლაოზე.