მარტონი ემანუელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემანუელ მარტონი – (ფრანგ. Emmanuel de Martonne, 1873 1955), ფრანგი გეოგრაფი, მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი მნიშვნელოვანი შრომები, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია:
1) „ფიზიკური გეოგრაფიის კურსი“ – სამ ტომად;
2) „ცენტრალური ევროპა“ – ორ ტომად;

„თანამედროვე გეოგრაფია, მარტონის მიხედვით აწარმოებს ფიზიკური, ბიოლოგიური და ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული მოვლენების დედამიწის ზედაპირზე განლაგების, აგრეთვე ამ განლაგების მიზეზების და ამ მოვლენათა ადგილობრივ თანაფარდობათა შესწავლას“. მარტონის შეხედულებით გეოგრაფიული მეცნიერების მეთოდოლოგიის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს:
1) სივრცობრივი პრინციპი, ე. ი. გეოგრაფიული მოვლენების სივრცობრივი განლაგების პრინციპი
2) შედარებითი კვლევის პრინციპი (მეთოდი) ე. ი. რომელიმე მოვლენის გეოგრაფიული შესწავლა გულისხმობს მუდმივ დაპირისპირებას ანალოგიურ მოვლენებთან, რომლებიც შესაძლებელია გვხვდებოდეს დედამიწის სფეროს სხვა პუნქტებში;
3) მიზეზობრიობის პრინციპი.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები