მარუთები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარუთები(ინდ.) ქარიშხლის ღმერთები.

ისინი ამგვარად წარმოიშვნენ: ერთ დროს ხარადქცეული რუდრა ჭრელი ძროხის სახით გამოცხადებულ დედამიწას შეეუღლა და ამ შეუღლებისგან იშვნენ მარუთები, ძლევამოსილი მეომრები. მარუთები ინდრას სამსახურში ჩადგნენ და მასთან ერთად ლაშქრობდნენ ასურებისა და ურჩხულების წინააღმდეგ. ოქროს აბჯარი და მუზარადი ეცვათ, ხელში ცეცხლოვანი ელვები ეპყრათ და დააგრიალებდნენ ცის კაბადონზე თვალისმომჭრელ ეტლებს, რომლებშიც ხატულა ირმები იყვნენ შებმული.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები