მარღია ელგუჯა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელგუჯა მარღია

მარღია ელგუჯა — (1963), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. 1983-1990 სწავლობდა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1985-2001 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პერიოდული გამოცემების რედაქციებში, როგორიცაა: „ქართული ქრონიკა”, „ფენიქსი”, „მესამე გზ”ა, „ცისკარი”, „კრიმინალური ქრონიკა”. 2001-2004 წლებში იყო საქტელერადიომაუწყებლობის სტუდია „პუბლიცისტის” და შ/გ „ალიონის“ პოლიტიკური მიმომხილველი, კორესპონდენტი და რედაქტორი. 2004-2011 წლებში – საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის” დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „ქართული ბრენდის” მთავარი რედაქტორი და ჟურნალ „ცისკრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი” (1993), „დუმილის სივრცე” (2001).


ეტიუდი
საოცარია ზამთრისპირის
დილა სისხამი:
კაკლის ხეები ნაყოფივით
ჩიტებს ისხამენ…
და ბუხრის კვამლიც
იტოტება, მიიკლაკნება
ნაკადულივით ცის წიაღში
და… იკარგება.
ძაღლი ყეფს…
შორით ხრიწიანად ყივის მამალი…
თვლემს ირგვლივ თეთრი მდუმარება −
თოვლის ტრამალი


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები