მარშაკი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ მარშაკი

მარშაკი ნიკოლოზ იაკობის ძე - (15.II.1902, ტულა - 30.XII.1962, თბილისი) - რუსი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ჭაბუკობიდანვე ეზიარა თეატრს. 1918 წლიდან მონაწილეობდა თბილისის სცენის მოყვარეთა რუსულ წარმოდგენებში, როგორც მსახიობი და რეჟისორი. მისი დიდი მეცადინეობით, 1927 წლის 18 აპრილს პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში დაიდგა, ამერიკელი პოეტის ჰ. ლონგფელოს მიხედვით, ნ. ოგნევის პიესა „ჰაიავატა, იროკეზების ბელადი“. ეს თარიღი იქცა ამიერკავკასიაში პირველი საბავშვო თეატრის დაბადების დღედ - თბილისში ჩამოყალიბდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრი. მის კვალად, 1928 წელს შეიქმნა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრიც.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. (მერაბ გეგია)



ლიტერატურა

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნიკოლოზ მარშაკი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები