მარში (მუსიკალური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარში — (ფრ. Marche – რიტმული სვლა) - მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს ენერგიული მკაფიო რიტმი და ნაბიჯთან შეწყობილი ტაქტი. განკუთვნილი ჯარების ორგანიზებული მოძრაობისათვის, მასობრივი სვლებისათვის, მარშის ჟანრი ფართოდაა წარმოდგენილი სიმფონიურ, საოპერო, საბალეტო მუსიკაში. მარშის ზომაა 2/4, 4/4, 6/8; რიტმი მკაფიოა, ფორმა უპირატესად 3–ნაწილიანი. არსებობს მარშის ნაირსახეობანი, რომლებიც განსხვავდებიან ტემპით და ხასიათით: სადღესასწაულო მარში, მხედრული მარში, სამგლოვიარო მარში და ა.შ.
წყარო
- მოხელის სამაგიდო ლექსიკონი
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი