მარშ-ნახტომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარშ-ნახტომი – სახმელეთო ჯარების (საზღვაო ქვეითი ჯარის) ქვედანაყოფების სწრაფი გადაადგილება მცირე მანძილზე წინასწარდასახული ან უეცრად წამოჭრილი საბრძოლო ამოცანის შესრულების მიზნით. ჩვეულებრივ, სრულდება ქვეითი წესით, დაჩქარებული ტემპით (სიარულისა და სირბილის მონაცვლეობა). შესაძლებელია შერეული მარშ-ნახტომი, როდესაც გზის ნაწილს გადიან ქვეითად, ნაწილს – ავტომობილებით, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებით, სატანკო დესანტით. მარშ-ნახტომი შეიძლება იყოს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მიზანია მათი ამტანობის, მოქმედების სისწრაფის გამომუშავება.