მარცვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარცვალი – უმცირესი რიტმული ერთეული, ბგერა ან ბგერათა კომპლექსი, რომელიც ერთი ხმოვნისაგან ან ერთი ხმოვნისა და ერთი ან რამდენიმე თანხმოვნისაგან შედგება.

მარცვალი შეიძლება იყოს მახვილიანი და უმახვილო, ანდა, გრძელი და მოკლე, შესაბამისად ლექსწყობის მოცემული სისტემისა.

ქართულ ენასა და ლექსში მარცვლები იყოფა მახვილიანებად და უმახვილოებად თუმცა ქართული ენის ზოგიერთ მთის დიალექტში (კერძოდ. მთიულურში) დადასტურებულია გრძელი მარცვლის (ხმოვნის) არსებობაც.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები