მარცვლოვანი ცისტოდერმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მარცვლოვანი ცისტოდერმა (ლათ. Cystoderma granulosum (Fr.) Fay. რუს. Цистодерма зернистая)
ქუდი – 5 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული, ნაკლებ შესამჩნევი ბორცვაკით, მარცვლოვანი ზედაპირით, მოწითალო-მურაა, ფირფიტები – სუსტად შეზრდილი, თეთრია, შემდეგ მოყვითალო ფერი გადაჰკრავს.
ფეხი – 2-6 სმ სიგრძისაა და 0,4 სმ სისქისა, სწორი, მთლიანი, ძირიდან 2/3–ზე წინდასავით აქვს და ქუდის ფერია, ქუდისკენ, „წინდის“ ზევით, თეთრია. რბილობი – თეთრი.
სპორები – ოვალურია, 3-6X2-3 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი.