მარხელევსკი იულიან
მარხელევსკი იულიან – (ფსევდონიმი – კარსკი), (1866-1925), საბჭოთა დიპლომატი, პოლონეთის მუშათა მოძრაობის მონაწილე.
1918, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ წავიდა რუსეთში. 1918 გაიგზავნა ვენაში. როგორც საბჭოთა დიპლომატიური მისიის წევრი, ეს მისია ავსტრიის მთავრობამ არ მიიღო. ამის შემდეგ დაინიშნა პოლონეთში საბჭოთა, მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩავიდა, რადგან პოლონეთის მთავრობამ დადებითად არ უპასუხა შეტყობინებას მისი დანიშვნის შესახებ. 1919 აწარმოებდა მოლაპარაკებებს საბჭოთა რუსეთსა და პოლონეთს შორის და მიაღწია „რსფსრ-ში მყოფ პოლონელ მძევალთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტისა“ და „სამოქალაქო მძევალთა ორმხრივი გადაცემის“ შესახებ შეთანხმებათა ხელმოწერას. 1920 – პოლონეთის დროებითი რევკომის თავმჯდომარე 1921 რსფსრ-ის მთავრობამ მიავლინა დაირესში (ჩინეთი) იაპონიასთან მოლაპარაკების საწარმოებლად. ამ ქვეყანასთან ურთიერთობის მოწესრიგების თაობაზე, მარხელევსკის უშუალო მონაწილეობით შეიქმნა რევოლუციის მებრძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია, 1922 ის გახდა ამ ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე.