მასა ისააკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ისააკ მასა – (1587-1635), ჰოლანდიელი ვაჭარი, რომელიც ასრულებდა ჰოლანდიის რესპუბლიკის გენერალური შტატების დავალებებს რუსეთის სახელმწიფოსთან სავაჭრო მოლაპარაკებებზე XVII საუკუნის დასაწყისში. 1601-09 და 1612-34 ცხოვრობდა მოსკოვში. 1614-დან იკისრა რუსეთში ჰოლანდიელ ვაჭართა სავაჭრო ინტერესების დაცვა. 1615 თან ახლდა კოსდირევისა და ნევეროვის რუსულ ელჩობას ნიდერლანდსა და საფრანგეთში. 1627 გადავიდა შვედეთის მეფის სამსახურში.