მასის ნიშნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მასის ნიშნები - პირობითი ნიშნები, რომლებიც უჩვენებენ საარტილერიო ჭურვის (ნაღმის) მასის გადახრას ნორმის (ტაბელურის) მნიშვნელობისგან. დააქვთ ჭურვის კორპუსზე განსაზღვრული რაოდენობის პლიუსების ან მინუსების სახით. მაგალითად, ერთი პლიუსი ან მინუსი ნიშნავს, რომ მოცემული ჭურვის მასის გადახრა შესაბამისად მეტ ან ნაკლებ მხარეს 1/3-1%-ის ფარგლებშია. მანძილის შესწორება მასის გადახრაზე მითითებულია სროლის ცხრილებში. თითოეული სროლისთვის ერთნაირი მასის ნიშნების ჭურვები შეირჩევა.