მასკარადი (მეჯლისი)
მასკარადი — (ფრანგ. mascarade)
1. ზეიმი, მეჯლისი, რომლის მონაწილეებს ნიღბები უკეთიათ და აცვიათ საგანგებო ტანსაცმელი (ეთნოგრაფიული, ისტორიული, ზღაპრული და ა.შ.). საგანგებოდ მორთვა–მოკაზმვის ჩვეულება უძველეს დროში ჩაისახა. მასკარადის ელემენტებს შეიცავდა ანტიკური ეპოქის ზნე-ჩვეულებები და თამაშობები, რომლებიც დაკავშირებული იყო მიწათმოქმედების დღესასწაულებთან, აგრეთვე საბაზრო სეირნობები, ყველიერის დღესასწაული და სხვ. XIII-XIV საუკ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელდა საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულთა საკარნავალო თამაშობები. იმავდროულად მასკარადები შევიდა სამეფო კარის ზეიმებში და თეატრალური სანახაობის სახე მიიღო. (ინტერლუდია, მორესკი, მასკი და სხვ.)
2. საცეკვაო გამოსვლები (ანტრე) სამეფო კარის მეჯლისებზე (XVII ს. საფრანგეთი), რომლის შემსრულებლებს ნიღბებით ჰქონდათ სახე დაფარული. ასეთ ცეკვას ბალ-მასკარადი ეწოდებოდა.