მასკერონის აგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მასკერონის აგება – გეომეტრიული აგება, რომელიც სრულდება მხოლოდ ფარგლის საშუალებით. ამ აგებებს სწავლობდა იტალიელი მათემატიკოსი ლორენცო მასკერონი; თუმცა მასკერონამდე 100 წელზე მეტი ხნის წინ ასეთ აგებებს შეისწავლიდა დანიელი მათემატიკოსი გ. მორი; ამიტომ ამ აგებებს ზოგჯერ მორი-მასკერონის აგებებს უწოდებენ.
მასკერონის აგება თეორიულად დაასაბუთა ავსტრიელმა მათემატიკოსმა ა. ადლერმა, რომელმაც 1890 წ. დაამტკიცა, რომ ყოველგვარი ამოცანა აგებაზე, რომელიც ამოიხსნება ფარგლითა და სახაზავით, შეიძლება ამოიხსნას მხოლოდ მარტო ფარგლით.