მასობრივი სცენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასობრივი სცენა − კინემატოგრაფიული სცენა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს ხალხი, მასა. მასობრივი სცენის ფილმში აკისრია გადამწყვეტი აზრობრივი ამოცანა, იგი განაპირობებს ნაწარმოების სახოვან წყობასა და სტილს. მასობრივი სცენაის აგების ძირითადი მიზანი მასის საერთო სახის შექმნაც (განსხვავებით თეატრის მასობრივი სცენისაგან. სადაც, როგორც წესი, საჭიროა სცენის ყოველი მონაწილის მოქმედების ინდივიდუალიზაცია), კინემატოგრაფის მასობრივი სცენის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა აქვს დროის მიხედვით ფრიად შეკუმშული მოქმედების, ცალკეული ლაკონიური ელემენტების – კადრების, „მონტაჟირების“ ხედვითს გამომსახველობას ე.ი. ეკრანზე რთულად განვითარებადი მოვლენების განხორციელებას რამდენადმე უბრალო კადრის გამომსახველობითი მოქმედების შეერთებით.

თეატრში მასობრივი სცენა პიესით გათვალისწინებული სცენაა, სადაც მონაწილეობს ხალხი „ბრბო“, „მასა“.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები