მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფერო - (material production area, tangible assets), ეროვნული ეკონომიკის იმ დარგთა ერთობლიობა, რომლებიც აწარმოებენ მატერიალურ დოვლათს ნივთობრივი პროდუქტისა და ენერგიის ფორმით. გაეროს სსდკის სტრუქტურაში, რომელიც წარმოდგენილია სამი სექტორის სახით, პირველი ორი სექტორი შეადგენს მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფეროს, ხოლო მესამე - მომსახურების სფეროს.

მატერიალურ-ნივთობრივი წარმოების სფერო ოთხ განყოფილებას მოიცავს. აქედან პირველ სექტორში შედის ერთი განყოფილება:

  1. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ნადირობა და მეთევზეობა. მეორე სექტორი მოიცავს დანარჩენ სამ განყოფილებას:
  2. სამთომოპოვებითი მრემრეწველობა;
  3. გადამმუშავებელი მრეწველობა;
  4. მშენებლობა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები