მატვეევი არტამონ
არტამონ მატვეევი – (1625-1682), რუსი სახელმწიფო მოღვაწე დიპლომატი. 1654 მონაწილეობდა ლიტვის ელჩებთან მოლაპარაკებებში რუსეთისათვის სმოლენსკის დაბრუნების შესახებ. პერეიასლავის რადაზე რუსეთის დელეგაციის წევრი იყო. 1656-57 მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლონეთსა და ლიტვაში. 1669-დან – მალოროსიისკის უწყების ხელმძღვანელი, იმავდროულად 1671-დან მეთაურობდა საელჩო უწყებას. არტამონ მატვეევი რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანად მიიჩნევდა უკრაინის მიერთებას რუსეთთან და მის გადასაწყვეტად შესაძლებლად თვლიდა ბალტიის სანაპიროსათვის შვედეთთან ბრძოლის დროებით შეწყვეტას. 1672 მოსკოვში ჩასულ პოლონეთის ელჩებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელმაც კიევი რუსეთს მიაკუთვნა. 1676 ალექსი მიხეილის ძის სიკვდილის შემდეგ შერისხეს და გადაასახლეს. პეტრე I-ის გამეფების შემდეგ დაბრუნდა მოსკოვში, სადაც დაიღუპა სტრელეცების ამბოხების დროს 1628 წლის მაისში, მატვეევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთში ისტორიული და გეოგრაფიული ცოდნის გავრცელებაში, იყო მრავალი ისტორიული თხზულების ავტორი, შექმნა პირველი სამეფო თეატრი.