მატური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატური

მატური - საფლავის ძეგლის ტიპი, რომელშიც იგულისხმება მრავალფეროვანი „ფეხზემდგომი“ ძეგლები.

დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მატური არის „სასაფლაოზე მცირე გალავანი ერთის ნათესავის მიცვალებულისთვის“, ე.ი. საგვარეულო სასაფლაო. ასეთი განმარტება იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მატური ადრეულ ხანაში გაიგებოდა, როგორც საგვარეულო სასაფლაოს აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, ხოლო მოგვიანებით იგი იქცა „ფეხზემდგომი საფლავის ძეგლების“ კრებსით სახელად.

ქვითხუროობის თვალსაზრისით მატურებში გამოვლენილია ძალზე მაღალი დონე, რთული ტექნიკური სიძნელეებით დაძლეულია ქვის დამუშავების ყველა ნიუანსი. განსაკუთრებით დამახასიათებელია გეომეტრიული სწორი ხაზები, ოთხკუთხოვანი ან მრგვალი კოლონადები, თაღური და როტონდისებური გადახურვები. ზოგადად მათ იერში დომინირებს ეკლესიების, ეკვდერებისა და სამრეკლოს არქიტექტურული მოდელები. ზოგი მატური შესრულებულია ყრუ მოდელირებით, ზოგიერთები კი წარმოადგენს „ბანიან“ და „ფარღია სამრეკლოიან“ ეგზემპლარს, რომლებიც მორთულია ცრუ ნიშებით, ღიობებით, თახჩებითა და მომთავრებულნია ქვისა და რკინის ჯვრებით. ხშირად მატურებზე ვხვდებით საკმაოდ ვრცელ წარწერა-ეპიტაფიებს, ქრისტიანული რელიგიის ისეთ სიმბოლოებს როგორიცაა: მტრედი, თევზი, ნაყოფი, ვაზი და მტევანი, ანგელოზები, ასევე სამეურნეო და სახელოსნო იარაღებს, ბოთლს, ყანწს, შეკაზმულ ცხენს, ირემს, საკურთხს და სხვა. მატურთა უმრავლესობისათვის დამახასიათებელია ნიშები საკურთხის დასადებად და სანთლის დასანთებად, გარდაცვალებულთა სურათები და სხვა.

მატური არის უმნიშვნელოვანესი მემორიალური ძეგლი, რომლშიც გამოხატულია როგორც ქვითხუროობის მაღალი დონე, ასევე ქრისტიანული სიმბოლიკის კვლევისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი მასალები.

ლიტერატურა

  • ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001.
  • ს. ბედუკაძე, ქვის დამუშავება მთიულეთში, მსე, ტ. V, 1951. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები