მაუზერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაუზერი – სასროლი იარაღის დასახელება. დაკავშირებულია ძმები მეიარაღეების ვილჰელმ და პაულ მაუზერების სახელთან. ერთ-ერთი პირველი მძლავრი ავტომატური პისტოლეტი; კალიბრი 7,63 მმ.
1896 წლიდან ამზადებდა გერმანული ფირმა "მაუზერი". 1908 წლიდან მოდერნიზებულია.
მაუზერით შეიარაღებული იყო ზოგიერთი არმია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხოსლოვაკია და სხვა). მაუზერის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ლულის მოკლე სვლისას ლულისა და საკეტის უკუცემის გამოყენებაზე.