მაქაონი
მაქაონი - საკმაოდ დიდი ზომის დღის პეპელაა - გაშლილი ფრთების სიგრძე 56-85 მილიმეტრია. ყვითელ ფრთებზე შავი ფერის ნახატი აქვს. ფრთების ბოლოში წითელი ფერის „თვალები“ ემჩნევა, რაც ასევე გამაფრთხილებელი შეფერილობის მაგალითია.
მომხდურის დაშინება მაქაონის მუხლუხსაც შეუძლია. იგი საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, მწვენე სხეულზე ემჩნევა შავი ზოლები და წითელი წერტილები. თავზე აქვს ორად დატოტვილი წითელი ფერის ჯირკვალი, რომელიც რქებს მოგვაგონებს. სიმშვიდის დროს ეს რქები არ ჩანს, მაგრამ გაღიზიანების დროს მუხლუხო მათ ზემოთ აღმართავს ხოლმე, თანაც მძაფრი სუნის სითხეს გამოყოფს. წელიწადში ვითარდება მაქაონის 1-4 თაობა - ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე. მკვებავი მცენარეები ქოლგოსანთა და თუთისებრთა წარმომადგენლებია.
მაქაონი საქართველოში საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახეობაა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მას საგანგებოდ იცავენ.
მკვებავი მცენარე
მაჟალო, კავკასიის პანტა, კვრინჩხი და ბალახოვნები. ე. მილიანოვსკის ცნობით აზიანებს ხეხილს, ხოლო სანერგეებში ატმის ახალგაზრდა ნარგავებს
გავრცელება
მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, აზიის ზომიერსა და სუბტროპიკულ ზონაში, ჩრდილო ამერიკაში. კავკასიაში სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტში შეიძლება შეგვხვდეს, გავრცელების ზედა ზღვარი 2500-3000 მეტრია ზღვის დონიდა. გვხვდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საშუალო სიხშირით.