მაქსიმე კათალიკოსის ელჩობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაქსიმე კათალიკოსის (აბაშიძე) ელჩობა – დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1776-95. 1781 სოლომონ I-თან უთანხოების გამო დროებით აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, საიდანაც დაბრუნდა 1784 მეფის გარდაცვალების შემდეგ. 1768-69 მაქსიმე სოლომონ I-ის ელჩი იყო რუსეთის სამეფო კარზე. 1784 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დავით გიორგის ძემ (იმერეთის მეფე) პეტერბურგს გაგზავნა ელჩობა მაქსიმე კათალიკოსის, ზურაბ წერეთლის და დავით კევინიხიძის შემადგენლობით, დეკემბრის ბოლოს ელჩობა რუსეთის მთავრობას წარუდგა. ელჩობა, იმერეთის მოსახლეობის სახელით, დავით გიორგის ძის მეფედ ცნობას, იმერეთის მფარველობაში მიღებას და თურქების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. პეტერბურგიდან უკან დაბრუნებული მაქსიმე ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად, შემდეგ კიევს გადავიდა, სადაც გარდაიცვალა. დასაფლავებულია კიევ-პეჩორის მონასტერში.



ლიტერატურა

  • ლომინაძე ბ. მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის.– მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, 1954. ნაკვ. 31.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები