მაღალჩქაროსნული კინოგადაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაღალჩქაროსნული კინოგადაღება – კინოგადაღება, როდესაც კადრების სიხშირე მრავალჯერ აღემატება პროექციის კადრების სიხშირეს. ჩვეულებრივად მაღალჩქაროსნულს უწოდებენ იმ კინოგადაღებას, რომლის კადრთა სიხშირე აღემატება 300 კადრს/წამში.

მაღალჩქაროსნული კინოგადაღება გამოიყენება მეცნიერებასა და ტექნიკაში იმ სწრაფმავალი პროცესების გადასაღებად, რომელთა თვალით შემჩნევა შეუძლებელია (ელექტრონული განმუხტვა, ჭურვის მოძრაობა, ბზარის წარმოქმნა და მსგავსი მოვლენები). მაღალჩქაროსნული კინოგადაღება სწრაფმავალი მოვლენების რეალურ დროს ეკრანზე საგანგებოდ ახანგრძლივებს და მოვლენის ზედმიწევნით დაკვირვების საშუალებას იძლევა. ამიტომ ზოგიერთ მაღალჩქაროსნულ კინოგადამღებ კამერას „დროის ლუპას“ უწოდებენ. სწრაფმავალი პროცესები იმდენჯერ შენელდება ეკრანზე, რამდენჯერაც გადაღების კადრის სიხშირე აღემატება პროექციის კადრის სიხშირეს. მაღალჩქაროსნულ კინოკამერაში ფირი მოძრაობს შეუჩერებლად. ასეთი საშუალებით შესაძლებელია სტანდარტულ 8 მმ ფირზე 16.000 18.000 კ/წამში სიხშირის მიღწევა (5200 კ/წამში 16 მმ და 2000 კ/წამში 35 მმ ფირზე). განსაკუთრებით მაღალი სიხშირის კადრების მიღება შესაძლებელია ზეჩქაროსნული კინოგადაღების (ულტრარაპიდის) საშუალებით.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები