მაჩაბელი იასე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იასე მაჩაბელი – XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი: შემდგომში ერეკლე II-ის კარის მრჩეველი. 1752 ერეკლე II-მ იასე მაჩაბელი ელჩად გაგზავნა ყაბარდოში სამხედრო დახმარების მიღების მიზნით, როგორც იმდროინდელი წყაროებიდან ვიგებთ, ამ ელჩობის შედეგად ერეკლეს 1500 მებრძოლი გამოუგზავნეს. ამ რაზმით ქართველებმა ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე განჯისა და შაქის სახანოთა ჯარი დაამარცხეს.