მაჩაიძე მანუჩარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანუჩარ მაჩაიძე – დაიბადა 1949 წლის 25 მარტს ამბროლაურში. სპორტსმენი, თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, კაპიტანი. სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებული და თასების მფლობელი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქი.
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2006);
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი 2014 წლიდან: პროპორციული წესით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- ქართველი სპორტსმენები
- საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1995-1999 წლების საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები
- თბილისის საკრებულოს წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- მაჩაიძეები