მაჩვზღარბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჩვზღარბა - hystrix indica
ძუძმწოვარი

მაჩვზღარბა - (hystrix indica) ძუძმწოვარი, ოჯახი - მაჩვზღარბასებრნი (HYSTRICIDAE) გვარი - მაჩვზღარბა (HYSTRIX).

სარჩევი

მოკლე აღწერა

სხეულის სიგრძე 70-90 სმ. აქვს მოკლე კუდი, რომელიც დამალულია ნემსების ქვეშ. წონა 15 კგ. სხეულის ქვედა მხარე, თავი კისერი და მხრები დაფარულია მაგარი ჯაგრით, ხოლო და გვერდები – გრძელი (3-30 სმ. სიგრძის) ნემსებით. კუდის უკანა მხარეს მდებარე ღრუ ნემსებს მაჩვზღარბა გაღიზიანების დროს არხევს და გამოსცემს დამახასიათებელ ხმებს. სიგრძე ჯირკვლის დვრილების რაოდენობა 3-ია.

გავრცელება

გავრცელებულია ინდოეთში და წინა აზიაში, აგრეთვე შუააზიასა და ყაზახეთში. ამიერკავკასიაში გვხვდება აზერბაიჯანსა და სამხრეთ რეგიონებში, საქართველოში – არიდულ და სემიარიდულ ზონაში. აღწერილია 10 ქვესახეობა. გლობალურად მისი არეალი მცირდება.

ბიოლოგია

ბინადრობს უმეტეს წილად მთისწინეთში და მთებში 3900 მ-ის სიმაღლეზე. იშვიათად გვხვდება დაბლობებში (ზოგი ავტორის მონაცემებით უდაბნოების მობინადრეა). ბინადრობს გამოქვებულებში, კლდეებს შორის ცარიელ ადგილებში და ქვეღორღილებში ან თხრის საკმაოდ რთულ სოროებს. ხანდახან სოროები განლაგებულია ჯგუებად, რომელიც ქმნის კოლონიებს მრავალი გამოსასვლელით, საკნებით, სხვადასხვა ჩიხებით და გაფართოებებით, სადაც ცხოველს შეუძლია მობრუნდეს. ფუღუროში შესასვლელს ხშირად ღრმულის ფორმა აქვს და 90 სმ დიამეტრისაა. სოროს სიგრძე მაჩვის სოროსაგან განსხვავებით, რამდენადმე უფრო განიერია ცხოველის სიმაღლეზე. საცხოვრებელისაკანი ზოგჯერ განლაგებულია 4 მ-ის სიღრმეზე. იგი შეიძლება ცხოვრობდეს თავის სოროში მრავალი წლის განმავლობაში. მაჩვზღარბა ეწევა უპირატესად ღამის ცხოვრებას. ძილქუშს არ ეძლევა, მაგრამ ცივ ამინდში მისი აქტივობა ეცემა. იკვებება მცენარეების მიწისქვეშა ნაწილებით, ფოთლებით, თესლებით, ხემცენარის ქერქით, ეტანება ნათესებს და ბაღებს. საკვების მოსაპოვებლად იგი ხანდახან სოროდან მიდის 10-16 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ დილისთვის აუცილებლად ბრუნდება უკან. ტყვეობაში სოცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელია.

გამრავლება

მრავლდება გაზაფხულზე, ნაყარში 2-5 შვილია. ორსულობის ხანგრძლივობა დაახლოებით 110 დღე. სქესმწიფობა დგება 3-4 წლის ასაკში.



წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები