მაჭავარიანი დავით მიხეილის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მაჭავარიანი დავით (1864-1924)-დან)
მაჭავარიანი დავით მიხეილის ძე - (30.VIII.1864 - 15. VII.1924) - გენერალი.
- დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში.
- დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
- პოდპორუჩიკი (1888).
- პორუჩიკი (1892).
- შტაბ-სკაპიტანი (1900).
- კაპიტანი (1901).
- დაამთავრა ოფიცერთა სკოლა.
- მსახურობდა ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში.
- პოდპოლკოვნიკი (1913).
- პოლკოვნიკი (1915).
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- 1916-1917 წლებში ჯერ 490-ე პოლკის უფროსია, შემდეგ - სახალხო ლაშქრის 37-ე ბრიგადის მეთაური.
- 1918-1921 წლებში მსახურობდა სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში.
- გენერალი (1919).
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმერის მე-3 ხარისხის და წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ხმლებით.
დაიღუპა 1924 წლის რეპრესიების დროს.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015;
- Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი