მაჭავარიანი ვანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაჭავარიანი ვანო


მაჭავარიანი ვანო – (Machavariani Vano), ქართველი დიპლომატი, 2007-2009 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში

დაიბადა: 22 აპრილი, 1969 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1986-1993 – ბაკალავრის დიპლომი მუნიციპალურ ადმინისტრირებაში, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი;
1993-1994 – მაგისტრის დიპლომი ევროპული კვლევების დარგში. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთი;
1996 – აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტიის კონფლიქტის ანალიზისა და გადაჭრის ინსტიტუტი, მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი;
2002-2003 – საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული პოლ. ჰ. ნიცშეს სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლა.

სამუშაო გამოცდილება:
2016-2018 – ასრულებდა მდივნის მოადგილის მოვალეობას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოში. მანამდე იყო აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სს საპარტნიორო ფონდში და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველი.
2007 – სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
2004-2007 –კერძო სექტორში ავსტრალიური კომპანია Bolnisi Gold-ის დირექტორის წარმომადგენლის თანამდებობაზე, შემდეგ კი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში;
1998-2002 – გაეროში საქართველოს მუდმივი მისიის მრჩეველი ნიუ-იორკში;
1997-1998 –პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას საგარეო ურთიერთობათა თანაშემწე.
1996 წელს იყო მოწვეული თანამშრომელი კონფლიქტების მენეჯმენტის და რეზოლუციის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ვირჯინიის ქალაქ ფერფაქსში;
1996-1997 – დააარსა და მართა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“.
აქვს მაგისტრის ხარისხი. ასწავლიდა საგარეო პოლიტიკას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლიდან (SAIS) ვაშინგტონში, ევროპული სწავლების სამაგისტრო დიპლომი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (CEU) პრაღაში და ბაკალავრის დიპლომი ქართულის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან. ამჟამად არის საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები