მაჭატია (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაჭატია – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, არაგვის თემის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1690-1740 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 7 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1533, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).