მახათების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახათების გვარი – Gasterosteus Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: მახათასნაირნი
ოჯახი: მახათასებრნი

თევზების გვარი მახათასნაირთა რიგისა. ზურგის ფარფლის წინ 3 (იშვიათად 4, გამონაკლისის სახით 2 ან 5 ქიცვია (მახათი). სხეული, ჩვეულებრივ, ძვლოვანი ფირფიტებითაა დაფარული, ზოგჯერ ფირფიტები სრულიად არა აქვს. კუდის ღერო ტროპიანია რომელიც ზოგჯერ სუსტადაა გამოხატული. ლაყუზის აპკები ლაყუჩთა შორის მანძილთან შეზრდილია. მალების რაოდენობა 27-33-ია. სიგრძით 10 სმ-მდე აღწევს.

გავრცელებულია ევროპაში, ალჟირში, ჩრდილოეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ამ გვარიდან აღწერილია 40 სახეობაზე მეტი. მაგრამ მეცნ. ბერტინის მიერ ისინი გაერთიანებულია ერთ სახეობაში, რომელთა შორის, მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით, იგი 15 ფორმას ანსხვავებს.


საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ერთი სახეობა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები