მახარობლის მოსვლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახარობლის მოსვლა − საქორწინო წესი.

დედოფალი რომ მეფის სახლს მიუახლოვდებოდა, წინ მახარობელს გაგზავნიდნენ, რომელსაც თან პატარა ბალიში მიჰქონდა. მახარობელს ნეფე გამოეგებებოდა, რომელსაც მახარობლისათვის ბალიში უნდა ჩამოერთმია. მახარობელი ნეფეს ახლოს არ მიუშვებდა და ბალიშს შორიდან ესროდა. ნეფეს ბალიში უნდა დაეჭირა. თუ ვერ დაიჭერდა, დიდი სირცხვილი იყო. მახარობელს ტკბილეულით, შემწვარი ქათმით გაუმასპინძლდებოდნენ, თოფებს ისროდნენ. მახარობელი უკან − მაყრებთან ბრუნდებოდა. ამის შემდეგ დედოფალს ეზოსთან მიიყვანდნენ.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები