მახიობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მახიობელი (მსახიობელი) – უძველეს ქართულ სამწერლო ძეგლებში მახიობელი (მსახიობელი) ეწოდებოდა იმ პირს, ვისაც შეეძლო ინდივიდუალური სიმღერის თუ მუსიკალური ინსტრუმენტის საშუალებით მსმენელისთვის ესთეტიკური სიამოვნება მინიჭება.

დასაწყისში (მე-5-10 სს.) ეს ტერმინი იხმარებოდა სასულიერო მომღერლის მიმართ, მაგრამ შემდგომ, როცა მსახიობელი საერო მომღერლის აღმნიშვნელიც გახდა, საეკლესიო ლექსიკიდან ამოღებულ იქნა. „მსახიობელი“ და „მახიობელი” სინონიმებია. ბოლოს მსახიობელმა დაჩრდილა მახიობელი და ხმარებაში მხოლოდ მსახიობელი დარჩა.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები