მაჰაბჰარატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჰაბჰარატა - (დიდი ბჰარატა), - ვრცელი პოემა, რომლის ფასი ინდოელთა სულიერი კულტურისათვის განუზომელია. ამას ცხადყოფს ინდოეთის რესპუბლიკის სახელი ჰინდი ენაზე - ბჰარატა.

„მაჰაბჰარატა“ გვამცნობს ისტორიულ, - ძვ.წ. XI-X სს-ის, ამბავს - ძალაუფლებისათვის ბრძოლას ბჰარატთა გვარის ორ შტოს - პანდავებსა და კაურავებს, ე.ი. პანდუსა და კურუს შთამომავლებს შორის. ეს იყო სასტიკი ომი, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა. სისხლმა დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობისა და სათნოების იმპულსი; შერიგების, პატიების, შეწყალების, საღმრთო ვალის შეგნებისა და გათავისების სულისკვეთება, რაც არის ძირითადი სათქმელი აღნიშნული ძეგლისა ზოგადად და, კერძოდ, რამდენიმე ჩართული ეპიზოდისა, რომელთაგან ზოგს დამოუკიდებელი ნაწარმოების სახე აქვს. ასეთებია: „რამაიანა“, „ბჰაგავატგიტა“, „სავიტრი“ და სხვა (სამივე თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოქვეყნებულია კომენტარებით).



წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები