მგალობლიშვილი (ვაზის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მგალობლიშვილი

მგალობლიშვილი საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება ოცხანურ საფერესთან ერთად საკუპაჟედ.

ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო - მოოვალო ფორმის, სამნაკვთიანი.ზედაპირი გლუვი ან წვრილბურთულოვანი. ქვედა მხარე შებუსულია.

მტევანი საშუალოზე დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის. მხრიანი. მკვრივი. მარცვალი მომრგვალო ან ოდნავ ოვალური საშუალო სიდიდის. სიმწიფეში მუქი წითელი, ცვილისებური ნაფიფქით ძლიერ დაფარული. სქელკანიანი, რბილი კონსისტენციის, წვნიანი, ტკბილი, განსაკუთრებული გემური თვისებების გარეშე.

ფენოლოგია

კვირტის გაშლა აპრილის პირველ ნახევარში; ყვავილობა მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისში; შეთვალება აგვისტოს პირველი ნახევარიდან. ჯიში საგვიანო პერიოდისაა და სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 170- 175 დღე. ვაზი საშუალო ზრდისაა

მოსავალი 1ჰა 70-80ც. მტევნის წონა 460-490გ.

სოკოვან დაავადებათა მიმართ სუსტი გამძლეობისაა. განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ. მარცვალი ზიანდება ნაცრისფერი სიდამპლით. ყურძნის წვენის შაქრიანობა 22.1- 22.8%; საერთო მჟავიანობა 6.8-7გ/ ლ; ყურძნის წვენის pH 3.35


წყარო

ქართული სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები