მგარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგარა, ბგარა, მგარინი, ბგარინი – ტირილი (დატირება). ლაზები ასხვავებენ ტირილის (დატირების) რამდენიმე სახეს: „კორეცხალა მგარინი“ (მოთვლით ახუ მოთქმით ტირილი), „სერსითე მგარინი“ (ხმით ტირილი) და „ჩელამურეთე მგარინი“ (ცრემლით ტირილი). მგარა//ბგარა როგორც შინაარსის, ისე ფორმის მხრივ ახლოს დგას ქართულ მღერა//ბგერა ფორმებთან, ხოლო მგარინი//ბგარინი იდენტური ჩანს ქართული „გვრინი“-სა.

ზ. თანდილავა

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები