მგელთუქმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მგელთუქმე – მესაქონლეთა ტრადიციული ჩვეულება. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. უქმობდნენ დიდმარხვის პირველ შაბათს. ძველი რწმენით, უქმეს გამტეხის საქონელს მგელი დააზიახებდა. ამ დღეს სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ: დიასახლისი ფილთაქვას და სავარცხელს სახლის ბოძს მიაკრავდა, მგელი დაიხუთებაო. იმავე ბოძს მუგუზალს მიახლიდა, მგელს პირი დაეთუთქებაო. აცხობდნენ მგლის სახის მქონე კვერებს. ბავშვები მგლის კვერებს სანიშნოდ დადებდნენ და ისარს ესროდნენ. ვინც მოარტყამდა, კვერსაც ის შეჭამდა.

ნ. შამანაძე


ლიტერატურა

  • ს. მაკალათია, ფშავი, 1934, გვ. 165.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები