მგლის სოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მგლის სოკო (ლათ. Coprinus micaceus (Bull: Fr.) Fr. რუს. Навозник мерцающий)
ქუდი – 6 სმ-მდე დიამეტრისაა, ზარისებრი, კიდეებთან ბოჭკოყას ზოლიანია, ზედაპირი დაფარულია მბზინავი ქერცლებით, რომლებიც სოკოს მომწიფებისთანავე ქრება, მოყვითალო-მურაა, ცენტრში უფრო მუქი ფირფიტები, დასაწყისში თეთრია, შემდეგ შა ვდება.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,3-0,5 სმ სისქისაა, თეთრია.
რბილობი – თხელი მოთეთრო-ჩალისფერი სასიამოვნო გემოთი და სოკოს დამახასიათებელი სუნით.
სპორები – 7,5-10X4,5-6,5მკმ. ელიფსისებრია, მუქი ყავისფერი, თითქმის შავი.
იზრდება ნიადაგზე, ნაკელიან ადგილებზე, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს მთელი წლის მანძილზე. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ნორჩობაში, მაგრამ ალკოჰოლთან ერთად შხამიანია. იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.