მდელოს ქამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mdelos.PNG

მდელოს ქამა (ლათ. Agaricus campestris (L.) Fr. რუს. Шампиньон обыкнавенный)

ქუდი – 5-12 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ იშლება და ბრტყლადაა ამოზნექილი, ზედაპირი დაფარულია წვრილი მურა ქერცლებით, თეთრია. ფირფიტები ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ მუქდება და ბოლოს შავდება.

ფეხი – სიგრძით 3-10 სმ-ია და სისქით 1-2 სმ; თეთრია, შემდეგ რამდენადმე ყვითლდება; ცილინდრულია, ახასიათებს ფირფიტისებრი თეთრი საყელო.

რბილობი – სქელია, თეთრი ფერისაა, ჰაერზე ვარდისფერი ხდება.

სპორები – ელიფსისებრია, მეწამული-მურა, 6-5X4-5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, მინდორში, საძოვარზე, ბაღებში, მდელოზე, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი; საქართველოში ქამა დიდად ფასობს სხვა სოკოებთან შედარებით.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები