მდინარის გველთევზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მდინარის გველთევზა, ანგალი – Anguilla anguilla Linne 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: გველთევზასნაირნი
ოჯახი: გველთევზასებრნი
გვარი:მდინარის გველთევზები


თევზის სახეობა მდინარის გველთევზევის გვარისა. სხეული თითქმის ცილინდრისებურია და უკანა ნაწილში გვერდებიდან შებრტყელებული. ანალური ხვრელი სხეულის შუალედ მიდამოს წინაა. ანტეანალური .მანძილი სხეულის მთლიანი სიგრძის 41,6-42,8% -ს შეადგენს. თავი თითქმის კონუსისებური და რამდენადმე გაბრტყელებულია. თავის სიგრძე სხეულის მთელ სიგრძეშმი 7¾-9-ჯერ თავსდება. თვალები პირის უკანა ბოლოს ზემოთაა, პატარებია და დინგის სიგრძეში 1,½-2-ჯერ თავსდება. ლაყუჩთა სხივების რაოდენობა (8)-9-13, საშუალოდ 10,8-ა. ზურგის ფარფლი ანალური ხვრელის ვერტიკალის შესამჩნევად წინ იწყება, სხეულის მთლიანი სიგრძის 3/10 სიგრძეზე, დინგის წვეროდან დაწყებული ზურგისა და ანალური ფარფლების საწყისშორისი მანძილი თითქმის თავის სიგრძის თანაბარია. ანალურ ფარფლში 176–249 სხივია, საშუალოდ – 215, კუდის ფარფლში − 7–12, მკერდისაში − 15-21, ქერცლი ძალიან წვრილია, მეტ- ნაკლებად კანშია ჩამალული და ფარავს თავსა და ფარფლებს. სხეულზე ქერცლი პარკეტის მსგავს ჯგუფებს ჰქმნის, ქერცლი წაგრძელებული 2–2½ მილიმეტრის სიგრძისა და 0,6-0,7 მმ-ის სიგანისაა. გვერდით ხაზზე დაახლოებით 110 ხვრელია. მალები 111-119, უფრო ხშირად 114-116, საშუალოდ –114,7-ა. შეფერილობა ყოველთვის ერთნაირი და ულაქოა. სიგრძით 50-150 სანტიმეტრამდეა (წონით 4-6 კგ-მდე), იშვიათი გამონაკლისის სახით 2 მეტრამდე იზრდება.

სარჩევი

გავრცელება

თეთრი ზღვიდან დაწყებული შავ ზღვამდე ევროპის ყეელა სანაპიროში გვხვდება. ხმელთაშუა ზღვის ყველა სანაპიროში, მაროკოში, კანარის კუნძულებზე, ინგლისში, ისლანდიაში, ამერიკის ატლანტის სანაპიროებში. საქართველოში მდინარის გველთევზა აღწერილია მდ. რიონიდან დოც. გ. კოკოჩაშეილის მიერ.

კვება

მდინარის გველთევზები იკვებებიან წვრილი თევზებით, ბაყაყებით, წვრილი კიბოსნაირებით, მოლუსკებით და თევზების ქვირითით, ზოოპლანქტონითა და ფიტოპლანქტონით. ფართოთავიანი გველთევზები მტაცებელი ფორმებია და დიდი გაუმაძღრობით ხასიათდებიან.

მიგრაცია

ზღვიდან პატარა, გამჭვირვალე 6,5 სმ-ის სიგრძის გველთევზები მდინარეებში შედიან, სადაც ისინი 6-10, ზოგჯერ 25 წელსაც დაყოფენ ხოლმე. სქესობრივად მომწიფებასთან დაკავშირებით მდინარის გველთევზების შეფერილობა იცვლება. თავი სხვა ფორმას ღებულობს, თვალები უფრო მსხვილი ხდება. ამ გარდაქმნათა შემდეგ ისინი მდინარეებით ზღვაში ეშვებიან. გველთევზების ზღვაში დაბრუნება აპრილიდან ნოემბრამდე ხდება, მდინარეში მათი ოთხი-შვიდი წლის ყოფნის შემდეგ, ე. ი. 7-10 წლის ასაკში, ვინაიდან როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გველთევზა სამ წელს ზღვაში რჩება. ბალტიის ზღვაში დღე-ღამის განმავლობაში ისინი საშუალოდ 14 კილომეტრს ფარავენ, ზოგჯერ 50 კილომეტრსაც. სრუტეებისა და ჩრდილოეთის ზღვის გავლით ატლანტის ოკეანისს ტოფობის ადგილებს აღწევენ. ამ მიგრაციის დროს გველთევზები ათი ათას კილომეტრზე მეტ მანძილსაც ფარავენ. ტოფობის შემდეგ გველთევზები იღუპებიან.

სარეწაო მნიშვნელობა

გველთევზას ჭერა დიდი რაოდენობით არ ხდება, მაგრამ მისი ხორცი მეტად ძვირად ფასობს. შავი ზღვის სანაპიროებში ერთეულების სახით გვხვდება და ამიტომ მისი სარეწი მნიშვნელობა მეტად მცირეა. გველთევზა ძლიერ მსუქანი და გემრიელი თევზია. ცხიმიანობის რაოდენობა 22-23% ს შეადგენს. უმთავრესად შებოლვილის სახით ამზადებენ და თევზეულის საუკეთესო პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება. ნანადირევი თევზის ნაწილი ნედლად იყიდება, ხოლო ნაწილს კონსერვების დასამხადებლად იყენებენ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები