მებოლოვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მებოლოვეტივზე ბოლო მიმყოლი, ბოლო მეტივე. ტივს ორი ან სამი კაცი სჭირდება. ერთი ტივის ბოლოზე დგას. სახელწოდებაც აქედანაა, მებოლოვეს მოვალეობაა ტივს სწორი გეზი მისცეს. იგი ფხიზლად დგას სადარაჯოზე და თვალს ადევნებს მიმართულების სიზუსტეს. შრომის პოეზიაში მებოლოვე ხშირად იხსენიება:

ქარელში ტივი აუშვი, იქვე მოიღერა ყელი,
საყორნიას მივატანე, ფინთად შემიცვალა ფერი,
ორივე წყალში დამეხრჩო, მებოლოვე, ხელისმკვრელი.

ფ. ზანდუკელი


ლიტერატურა

  • ზ. გულისაშვილი, მოთხრობები, ნარკვევები, 1953;
  • შრომის სიმღერები, 1961;
  • თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები