მებურიშვილი ირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მებურიშვილი ირმა — (1959), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1976-81 წლებში სწავლობდა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის განყოფილებაზე. მუშაობდა რუსთაველის საზოგადოებაში.
- * * *
- ბაღში ქარი აზავთდა, ქარი ქართ-უქარესი,
- ბობოქარი სისინით და ხმებით მუქარისა,
- გაიტაცა ფიცი და გაიტაცა ალერსი,
- ფიქრიც, ჩემთა ყოველთა ფიქრთა უწინარესი,
- ისიც, რაიც სიცოცხლის ფასად არ დამითმია,
- რაც კი სულმა იწამა, რაც კი სულმა ითნია,
- გაიტაცეს, დანდობა ვის უნახავს გრიგალთა,
- სისინებენ, სადაა, სადაა, ვინც გიყვარდა,
- ვისად მაჟღერებელი ხარ მაგ შენი ქნარისა,
- ამაო მომლოდინევ გამოგონილ ქმარისა,
- ნუ მაშინებთ, ქარებო, ხმით ყალბით და მქისეთი,
- მოვა, მოვა ის ერთი ღამით მომაისეთი
- და თუ არა, სიკვდილთან დღესვე ვიყოფ სარეცელს,
- სიკვდილია სიცოცხლე სიყვარულის გარეშე.