მეგარონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეგარონი – (ბერძ. μέγαρον - დიდი დარბაზი). ეგეოსური კულტურის ეპოქის საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენს წაგრძელებულ სწორკუთხოვან ნაგებობას წინიდან ღია დერეფნით, რომელიც ჩვეულებრივ გვერდებიდან კედლებით (ანტებით) არის შემოზღუდული, წინ კი სვეტები აქვს დერეფნის უკან დარბაზია, მის ცენტრში – კერა, კერის თავზე სახურავში – საკვამლის ხვრელია.
1939 წელს, პელოპონესის სამხრეთ-დასავლეთით, პილოსში, აღმოაჩინეს ჰომეროსის დროის მმართველის (ძვ. წ. XIII საუკუნე) ნესტორის სასახლის ნანგრევები. დიდი მეგარონის გარშემო (12 × 10 მ) განლაგებული იყო ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობები.