მეგრელიძე ავქსენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავქსენტი მეგრელიძე – (1 იანვარი 1877, სოფ. ხრიალეთი, ოზურგეთის რ-ნი – 12 დეკემბერი 1953, თბილისი], ქართველი ლოტბარი. ხელოვნ. დამსქხურებული მოღვაწე. 1897-98 ხელმძღვანელობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიის გუნდს. 1898-იდან ეწეოდა სალოტბარო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი – თბილისში. 1927 სუფსაში, 1933 თბილისში დააარსა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელიც წარმატებით ასრულებდა მის მიერ დამუშავებულ ხალხურ სიმღერებს. ა. მეგრელიძის ხელმძღვანელობით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტის ხალხური გუნდი. მეგრელიძემ შეკრიბა და ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური (კერძოდ გურული) სიმღერა.